საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის
ყველაფერი იწყება მასწავლებლით!
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლისთვის“ არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერას, მათი პროფესიული როლის გაძლიერებასა და უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის პარტნიორობის განვითარებას. პროექტი ჰოლისტურად წარმოაჩენს განათლების ეკოსისტემას და მის საფეხურებს შორის კავშირს: მოსწავლე – მასწავლებელი – სკოლა – უნივერსიტეტი.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება: მასწავლებელთა ფორუმი, სხვადასხვა ტიპის შუალედური აქტივობები, პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება - მასწავლებლის დაჯილდოება „მასწავლებლის გავლენის ჯილდოთი“, რომელსაც საკონკურსო პირობებით სპეციალური ჟიური გამოავლენს. გამოვლინდება ის მასწავლებელი, რომლის საუკეთესო ინიციატივები და პროექტები მნიშვნელოვან, პოზიტიურ გავლენას ახდენს მოსწავლეებზე და სასწავლო პროცესზე.
მასწავლებელთა ფორუმი – „გარდამავალი ეტაპები განათლებაში“ წარმოადგენს პროფესიულ სივრცეს, სადაც განათლების სხვადასხვა საფეხურზე მომუშავე მასწავლებლები და განათლების სფეროს წარმომადგენლები ერთად განიხილავენ იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რომლებიც მოსწავლის განვითარების გზას განსაზღვრავს.
თანამედროვე განათლების სისტემაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გარდამავალი ეტაპები, როდესაც მოსწავლე ერთი საგანმანათლებლო საფეხურიდან გადადის მეორეზე: ბაღიდან სკოლაში, დაწყებითი საფეხურიდან - საშუალო საფეხურზე, საშუალოდან - დამამთავრებელზე, შემდგომ სკოლიდან უნივერსიტეტში და პროფესიულ ცხოვრებაში. სწორედ ამ ეტაპებზე ხდება არა მხოლოდ აკადემიური ცვლილება, არამედ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური, სოციალური და პროფესიული ტრანსფორმაცია.
ფორუმის კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ ეს გარდამავალი ეტაპები არ არის მხოლოდ ინსტიტუციური ცვლილება, არამედ წარმოადგენს განათლების სისტემის ერთიან, ურთიერთდაკავშირებულ პროცესს, სადაც სხვადასხვა საფეხურზე მომუშავე მასწავლებლების თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ფორუმი ქმნის სივრცეს, სადაც შესაძლებელია სისტემურად გააზრება იმ გამოწვევების, რომლებიც მოსწავლეების განვითარების გზაზე ჩნდება და მათი გადაჭრისთვის საერთო ხედვის ჩამოყალიბება.
ფორუმის მიზანია, განათლების სხვადასხვა საფეხურზე მომუშავე მასწავლებლების გაერთიანება პროფესიულ დიალოგში, რომელიც დაეხმარება მათ, უკეთ გაიაზრონ მოსწავლის განვითარების გარდამავალი ეტაპები და იმუშაონ ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებაზე.
ფორუმი მიზნად ისახავს:
ფორუმის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ ექსპერტების მოხსენებები, ჩაერთონ თემატურ ვორქშოფებში და მიიღონ მონაწილეობა პროფესიულ დისკუსიებში.
ფორუმი ხელს უწყობს იმ იდეის გაძლიერებას, რომ მასწავლებელი არის განათლების ეკოსისტემის ცენტრალური ფიგურა, რომლის გავლენა ვრცელდება მოსწავლის განვითარებაზე, მის მსოფლმხედველობასა და მომავლის ხედვაზე.
სწორედ ამიტომ, ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს განათლების სისტემაში პროფესიული დიალოგის გაძლიერებისა და მასწავლებლების როლის აღიარების მიმართულებით.
შეუერთდი „მასწავლებლის გავლენის ჯილდოს", შენი გავლენა იმსახურებს აღიარებას. „მასწავლებლის გავლენის“ ჯილდო პროფესიული აღიარებისა და მხარდაჭერის პლატფორმა იმ პედაგოგებისთვის, ვინც ყოველდღიურ საქმიანობას რეალურ ცვლილებად აქცევს.
დღეს მასწავლებლის როლი ბევრად ფართოა, ვიდრე საკლასო ოთახი. ის არის მენტორი, ინოვატორი, ლიდერი, თემის განვითარების თანამონაწილე. ეს არის სივრცე, სადაც შენი გამოცდილება ხდება მაგალითი, შენი ინიციატივები - შთაგონება, ხოლო შენი შედეგები - აღიარებული.
მონაწილეები იღებენ წვდომას ფორუმებზე, ვორქშოპებსა და დისკუსიებზე, სადაც გაეცნობიან თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს და სწავლების ინოვაციურ მეთოდებს.
1
ვორქშოპები და ქეისებზე მუშაობა მასწავლებლებს აძლევს პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც პირდაპირ შეიძლება გამოიყენონ საკუთარ სასწავლო პროცესში.
2
პროექტი აერთიანებს სხვადასხვა სკოლების მასწავლებლებს და ქმნის სივრცეს გამოცდილების გაზიარებისთვის, თანამშრომლობისთვის და ახალი პარტნიორობების ჩამოსაყალიბებლად.
3
მასწავლებლები ახლოს ეცნობიან უნივერსიტეტის პროგრამებს, რესურსებსა და შესაძლებლობებს, რაც აძლიერებს კავშირს სკოლასა და უნივერსიტეტს შორის.
4
მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა წარმოადგინონ საკუთარი საგანმანათლებლო პროექტები და ინიციატივები ფართო პროფესიულ საზოგადოებაში.
5
წლის ბოლოს საუკეთესო ინიციატივები აღინიშნება „მასწავლებლის გავლენის ჯილდოთი“, რომელიც აფასებს მასწავლებლის პოზიტიურ გავლენას მოსწავლეებსა და განათლების პროცესზე.
6