რეგისტრაცია მასწავლებლის ჯილდოზე

ჩვენ შესახებ

საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის

ყველაფერი იწყება მასწავლებლით!

 „საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლისთვის“ არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერას, მათი პროფესიული როლის გაძლიერებასა და უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის პარტნიორობის განვითარებას. პროექტი ჰოლისტურად წარმოაჩენს განათლების ეკოსისტემას და მის საფეხურებს შორის კავშირს: მოსწავლე – მასწავლებელი – სკოლა – უნივერსიტეტი.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება: მასწავლებელთა ფორუმი, სხვადასხვა ტიპის შუალედური აქტივობები, პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება - მასწავლებლის დაჯილდოება  „მასწავლებლის გავლენის ჯილდოთი“, რომელსაც საკონკურსო პირობებით სპეციალური ჟიური გამოავლენს.   გამოვლინდება ის მასწავლებელი, რომლის   საუკეთესო ინიციატივები და პროექტები მნიშვნელოვან,  პოზიტიურ გავლენას ახდენს მოსწავლეებზე და სასწავლო პროცესზე.

„მასწავლებლის გავლენის“ ჯილდო

საქართველოს უნივერსიტეტის  პროექტის - „უნივერსიტეტი მასწავლებლისათვის“- მიზანი, საქართველოში მასწავლებლის პროფესიის  მხარდაჭერა და გაძლიერებაა.  ინიციატივა გულისხმობს მასწავლებლის დახმარებას არა ერთჯერადად, არამედ მთელი პროცესის განმავლობაში და მათთვის პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას.

„ყველაფერი იწყება მასწავლებლით“-  ეს არ არის მხოლოდ გზავნილი,  ეს არის აღიარება იმისა, რომ მასწავლებელი  მეგზური და საზოგადოებრივი ლიდერია, განათლების სფეროში  რეალურ და მდგრად ცვლილებებს ის ქმნის.

პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი - „მასწავლებლის გავლენის ჯილდო“ - განსხვავდება ტრადიციული კონკურსებისგან, რადგან მისი მიზანი, მხოლოდ საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა არ არის.

რატომ არის ეს კონკურსი გამორჩეული?

ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი დაჯილდოება. პროექტის უნიკალურობას ქმნის შემდეგი გარემოებები:

  • მხარდაჭერა დაჯილდოებამდე: უნივერსიტეტი არ ელოდება მხოლოდ მზა შედეგებს, ის კონკურსის გამოცხადებამდე თანამშრომლობს მასწავლებლებთან, ეხმარება და აძლიერებს მათ.

  • პრაქტიკული ინსტრუმენტები: მონაწილეები იღებენ წვდომას უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ  ვორქშოფებზე, ფორუმებზე, საჯარო ლექციებზე და სხვადასხვა შეთავაზებებზე, რაც მათ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს აძლევს სასწავლო პროცესისთვის.

  • გავლენის ქსელი: პროექტის გრძელვადიანი მისიაა, საქართველოში მასწავლებელთა გავლენის ქსელის შექმნა, რომელიც გააერთიანებს  მათ.

 რას ნიშნავს „მასწავლებლის გავლენა“?

ჩვენ ვეძებთ არა უბრალოდ კარგ მასწავლებელს, არამედ ადამიანს, რომელიც ქმნის მდგრად ცვლილებებს განათლების ეკოსისტემაში. გავლენა იზომება შემდეგი ასპექტებით:

  • მოსწავლეების აკადემიური და პიროვნული განვითარება.

  • სკოლის კულტურისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.

  • ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის კავშირების გაბმა.

  • თემის სოციალური და კულტურული განვითარება.

 კონკურსის ღირებულებითი პრინციპები:

  • ადამიანზე ორიენტირებულობა და ინოვაცია.

  • თანამშრომლობა და სოციალური პასუხისმგებლობა.

  • მდგრადობა – შედეგი, რომელიც დროში ნარჩუნდება.

ჯილდოს ნომინაციაზე წარდგენა

მასწავლებელს შეუძლია თავად წარადგინოს თავი, ასევე წარდგენა შეუძლიათ სკოლის დირექტორებს ან კოლეგებს. შემოსულ პროექტებს სპეციალური ჟიური განიხილავს - გამოვლინდება სამი გამარჯვებული პროექტი, რომლებიც დაჯილდოვდება სპეციალური პრიზითა და ფულადი ჯილდოთი. დაჯილდოების ცერემონია ოქტომბერში გაიმართება და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ისტორიებს, რომლებიც შეიძლება შთაგონების წყაროდ იქცეს მთელი პროფესიული საზოგადოებისთვის.

შეუერთდი „მასწავლებლის გავლენის ჯილდოს", შენი გავლენა იმსახურებს აღიარებას. „მასწავლებლის გავლენის“ ჯილდო პროფესიული აღიარებისა და მხარდაჭერის პლატფორმა იმ პედაგოგებისთვის, ვინც ყოველდღიურ საქმიანობას რეალურ ცვლილებად აქცევს.

დღეს მასწავლებლის როლი ბევრად ფართოა, ვიდრე საკლასო ოთახი. ის არის მენტორი, ინოვატორი, ლიდერი, თემის განვითარების თანამონაწილე. ეს არის სივრცე, სადაც შენი გამოცდილება ხდება მაგალითი, შენი ინიციატივები - შთაგონება, ხოლო შენი შედეგები - აღიარებული.

პროფესიული აღიარება

შენი გამოცდილება და მიღწევები გახდება ხილული ფართო საზოგადოებისთვის

1

შთაგონების გაზიარება

შენი პრაქტიკა დაეხმარება სხვა მასწავლებლებს ახალი გზების აღმოჩენაში

2

პროფესიული ქსელი

შეუერთდები მასწავლებელთა გავლენის მომავალ ქსელს — ადამიანებს, რომლებიც ქმნიან განათლების მომავალს საქართველოში.

3

ინოვაციების მხარდაჭერა

ჯილდო ხელს უწყობს ახალი მეთოდების, ციფრული ინსტრუმენტებისა და შემოქმედებითი მიდგომების განვითარებას

4

ახალი შესაძლებლობები და კარიერული ზრდა

მონაწილეობა ქმნის ახალ პროფესიულ შესაძლებლობებს, პარტნიორობებსა და სამომავლო პროექტებში ჩართვის პერსპექტივას

5

პროფესიული ხმის გაძლიერება

შენი გამოცდილება, ხედვა და პრაქტიკა გახდება საჯარო პროფესიული დისკუსიის ნაწილი და გავლენას მოახდენს განათლების განვითარებაზე

6
  • საქართველოს უნივერსიტეტი

  • 2 55 22 22