2026-05-27
საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული "მასწავლებლის გავლენის ჯილდოს" ფარგლებში, გთავაზობთ პრაქტიკულ ვორქშოფს - როგორ დავწეროთ სასკოლო პროექტი! ვორქშოფი ჩატარდება ონლაინ 29 მაისს, 19:00 საათზე.
ვორქშოფს გაუძღვება დიანა ანფიმიადი - თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორი, პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი და მასწავლებელი.
მონაწილეები გაეცნობიან სასკოლო პროექტის შექმნის პროცესს - იდეიდან განხორციელებამდე:
როგორ ვიპოვოთ ჩვენი სასკოლო გარემოსთვის ყველაზე შესაფერისი და ზუსტი, საჭირო იდეა;
როგორ დავგეგმოთ პროექტი ისე, რომ მის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღოს ყველა მოსწავლემ;
როგორ გავხადოთ ჩვენი იდეა ყველაზე უფრო ინტერაქტიული და ინკლუზიური;
როგორ მივიღოთ სიამოვნება პროექტის წერით, მისი ყველა ნაბიჯით და, რაც მთავარია, როგორ დავტკბეთ შედეგით
დაინტერესებული პირებმა, ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე:ვhttps://forms.gle/RDNqmCBB9ZUCiJxM6
ვორქშოფი ჩატარდება ონლაინ ფორმატით, Zoom-ში. ვორქშოფის ბმულს, დარეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ ელექტრონულ ფოსტაზე.