საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა – მასწავლებლის გავლენის ჯილდო

საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა – მასწავლებლის გავლენის ჯილდო

2026-06-09


გაინტერესებთ, როგორ მიიღოთ მონაწილეობა „მასწავლებლის გავლენის ჯილდოში“? რა შესაძლებლობებს ქმნის პროექტი, როგორ უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და რა კრიტერიუმებით შეფასდებიან მონაწილეები?

ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად გიწვევთ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრაზე, სადაც დეტალურად განვიხილავთ კონკურსთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას:

  • ჯილდოს მიზნისა და მნიშვნელობის შესახებ;

  • მონაწილეობის პირობებისა და ეტაპების შესახებ;

  • სააპლიკაციო ფორმის სწორად შევსების ინსტრუქციებზე;

  • შეფასებისა და შერჩევის კრიტერიუმებზე;

  • კონკურსის ვადებსა და პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე.

ასევე, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხები პროექტის წარმომადგენლებისგან.

შეხვედრას გაუძღვებიან:

  • ნატო ინგოროყვა – პროექტის კონსულტანტი

  • ნინო კალანდია – საქართველოს უნივერსიტეტის კომუნიკაციების სამსახურის წარმომადგენელი.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი საქმიანობა, ინოვაციური მიდგომები და მოსწავლეებზე გავლენა იმსახურებს აღიარებას, ეს შეხვედრა საუკეთესო შესაძლებლობაა, სრულყოფილად გაეცნოთ კონკურსის პირობებს და წარმატებით მოემზადოთ მონაწილეობის მისაღებად.

შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/xQFx5WhtmCZkPiqy7

შეხვედრა ჩატარდება ონლაინ ფორმატით, Zoom-ში. შეხვედრის ბმულს, დარეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ ელექტრონულ ფოსტაზე.