რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა მასწავლებლის გავლენის ჯილდოზე - ნათია ფურცელაძე

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა მასწავლებლის გავლენის ჯილდოზე - ნათია ფურცელაძე

2026-07-02


მნიშვნელოვნად მიმაჩნია საქართველოს უნივერსიტეტის ინიციატივა, მხარი დაუჭიროს მასწავლებლის პროფესიას და გასცეს გავლენის ჯილდო.

ეს იქნება შესაძლებლობა, ერთი მხრივ, საზოგადოებას შეახსენოს, რა როლი უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, მეორე მხრივ კი, დაგვეხმარება, თვალი გადავავლოთ ჩვენს გამოცდილებას, პროექტებს, საქმიანობას, მოტივაციას აგვიმაღლებს და ჩვენს წილ პასუხისმგებლობაზე დაგვაფიქრებს.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება პროექტები, რომლებმაც გააუმჯობესა სკოლის კულტურა, სწავლების ხარისხი, ხელი შეუწყო თემის სოციალურ და კულტურულ განვითარებას, რაც მასწავლებლებისთვის პრაქტიკის გაზიარებისა და განვითარების საშუალებაც იქნება.

ნათია ფურცელაძე - მასწავლებელი